მოკლე შინაარსი: ახალგაზრდა
ოპერის მომღერალი ქრისტინა მოჩვენების რჩეული ხდება. დასში მხოლოდ ერთმა
ადამიანმა იცის, რომ ქრისტინას უხილავი მფარველი და მასწავლებელი ყავს,
რომელიც შეყვარებულია ახალგაზრდა ლამაზმანზე. ნიღბიანი მოჩვენება
ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი რჩეული სცენის პრიმადონა გახდეს,
თუმცა მას ძლიერი მეტოქე ყავს – მდიდარი ვიკონტი რაულ დე შანიი. ქრისტინა
სასიყვარულო სამკუთხედის ტყვე გახდება და მას არჩევანის გაკეთება მოუწევს.
მაგრამ ვნებებმა გოგონას თავბრუ დაახვია, ეჭვიანობამ და სიყვარულმა უკვე
გამოუტანეს შეყვარებულებს დაუნდობელი განაჩენი...