ფილმის მოქმედება ნიუ-იორკში 2003 წლის გაზაფხულზე ვითარდება. ნეინი
კეტრინ კაპურისთვის კი ზამთარი გრძელდება... ზამთარი მის გულშია, რადგან
მამის გარდაცვალების შემდეგ მუდმივად პრობლემები აქვს ოჯახში. ძმაზე და
დაზე ზრუნვა, დედის დახმარება და ბებიის აუტანელ ხასიათთან შეგუება - აი,
მისი ცხოვრება. ის მხოლოდ 23 წლისაა, თუმცა უკვე გადაღალა ცხოვრებამ...
ამან მატხურმა იცის როგორ გადაწყვიტოს ნებისმიერი პრობლემა. მაგრამ ნეინს
მატხურის ოპტიმიზმი სულაც არ ხიბლავს. ამანისთვის კი, გოგონას ღიმილი
ყველაფერია და გადაწყვეტს მანჰეტენის მედიცინის ბაკალავრის როხიტის
ჩამოყვანას, რათა ნეინს დაეხმაროს. გათენდება კი ხვალინდელი დღე?