ხუთშაბათი, 18.04.2024, 07:10

WWW.DAVIT.UCOZ.COM

საიტის თარჯიმანი

GUNS N ROSES

კალენდარი

«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

რეიტინგი

ონლაინ ფოტოშოპი

სტუმრები

ონლაინ მთვლელი

widgeo.net

სტატისტიკა

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

თქვენი მონაცემები

Узнай свой IP адрес

ამინდი ქუთაისში

.
მთავარი » 2010 » ივლისი » 12 » ბრიუს ლი / Bruce Lee / Брюс Ли (ბიოგრაფია)
03:42
ბრიუს ლი / Bruce Lee / Брюс Ли (ბიოგრაფია)



ბრიუს ლი

სახელი : ბრუს ლი / Bruce Lee
ჩინურად : 李小龍 (ტრადიციული)
ჩინურად : 李小龙 (მარტივი)
დაბადების სახელი : ლი იან ფანი , Lee Jun-Fan
წელი :27 ნოემბერი 1940 წელი / 27 November 1940
დაბადების ადგილი : სან ფრანცისკო,კალიფორნია,ამერიკის შეერთებული შტატები/San Francisco, California, USA
დაიღუპა : 20 ივლისი 1973 წელი(32 წლის) / 20 July 1973 (aged 32)
დაღუპვის ადგილი : ჰონგ კონგი
მეუღლე : ლინდა ემერი (1965-1973) / Linda Emery (1965-1973)
ბავშვები : ბრენდონ ლიი (1965–1993) / Brandon Lee (1965–1993)
შენონ ლიი (დაიბადა 1969) / Shannon Lee (born 1969)

ბრუს იან ფან ლი იყო ჩინელი მებრძოლი,ფილოსოფოსი,ინსტრუქტორი,მსახიობი და
დამაარსებელი საბრძოლო ხელოვნება "ჯით კუნ დო(Jeet Kune Do)-სი”.ის
დაჯილდოებულია,როგორც საუკეთესო მებრძოლი მსახიობი მე-20 საუკუნის,ასევე
არის მამა მსახიობების ბრენდონ და შენონ ლიის.

იგი დაიბადა სან ფრანცისკოში და გაიზარდა ჰონგ კონგში.მან პოპულარიზაცია
გაუწია ჩინურ საბრძოლო ხელოვნებას,თავისი ფილმებით,რომლებიც გადაიღო
როგორც ჰოლივუდში ასევე ჰონგ კონგში.

იგი დაიბადა დრაკონის საათებში (დილის 7 – 9 საათებს შორის,ასე ითვლება
დრაკონის საათები ჩინეთში), თანაც ეს ჩინური კალენდრის მიხედვით დრაკონის
წელიწადი იყო.27 ნოემბერს 1940 წლისა,სან ფრანცისკოს ჩაინა თაუნის
საავადმყოფოში გაჩნდა ბრიუსი.მამამისი ჩინელი იყო,დედამისი,გრეის
ჰო,წარმოშობით ჩინელი და გერმანელი გახლდათ.ლიი და მისი მშობლები ჰონგ
კონგში დაბრუნდნენ,როცა პატარა სამი თვის იყო,თუმცა ბრიუსი დაბადებიდან
ამერიკის მოქალაქე იყო.

განათლება და ოჯახი

"ტაკ სან”-ის სკოლის(Tak Sun School) დამთავრების შემდეგ იგი შევიდა "ლა
სალეს” კოლეჯში (La Salle College) დაახლოებით 10 – 12 წლის ასაკში.1956
წელს იგი გადაიყვანეს წმინდა ფრანცის ხავიერის კოლეჯში – უმაღლეს სკოლაში
(St. Francis Xavier),სადაც მას მფარველობდა ძმა ედვარდი,რომელიც ასევე
იყო სკოლაში საბრძოლო ხელოვნების მასწავლებელიც.1959 წელს,ლი მონაწილეობდა
ქუჩურ ჩხუბში,რის გამოც მშობლებმა გადაწყვიტეს მისი გაგზავნა,თავის უფროს
დასთან,აგნესთან,რომელიც უკვე ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ
შტატებში,ოჯახის ნათესავებთან.

18 წლის ასაკში ლიი დაბრუნდა შტატებში,როგორც ამერიკის მოქალაქე,100$-ით
ჯიბეში და 1957 წლის უმაღლესი სკოლის ბოქსის ჩემპიონატის
ჩემპიონი.რამდენიმე თვიანი ცხოვრების შემდეგ,იგი სან ფრანცისკოდან სიეტლში
გადაბარგდა,სადაც სწავლასთან ერთად რესტორანშიც მუშაობდა.1960 წელს ბრუსმა
დაამთავრა უმაღლესი სკოლა და მიიღო დიპლომი Edison Technical School
-ისგან,ამჟამად ამ დაწესებულებას სიეტლის ცენტრალური კოლეჯი ეწოდება
(Central Community College).ამის შემდეგ იგი სწავლობდა ვაშინგტონის
უნივერსიტეტში ფსიგოლოგიას,ადამიანის ფსიქიკას და ასე შემდეგ.ეს ის
ადგილია სადაც იგი შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს ლინდა ემერის,რომელიც
ცოლად 1964 წლის აგვისტოში მოიყვანა.

ბრუს ლიიმ მიატოვა უნივერსიტეტი 3 წლიანი სწავლის შემდეგ და აღარასდროს
დაუმთავრებია იგი.მას ეყოლა 2 შვილი ლინდასთან,ბრენდონ ლიი (1965–1993) და
შანონ ლიი (1969-).ბრენდონი,რომელიც მამამისივით მსახიობი გახდა დაიღუპა
ფილმის გადაღებისას უბედური შემთხვევისას 1993 წელს.ფილმს ერქვა The Crow
.შენონიც მსახიობია,თუმცა დაბალბიუჯეტიან ფილმებში მონაწილეობდა.

ბრიუს ლი გარდაიცვალა საკმაოდ ორაზროვან ვითარებაში... ჰონკონგში მისი
მეგობარი ტაივანელი მსახიობი ქალის სახლში რომელთანაც ერთად კინოში უნდა
ეთამაშა... იმ ქალის სიტყვებით ისინი სცენარს ეცნობოდნენ როდესაც ბრიუსს
თავი ატკივდა და ამან თავის ტკივილის წამალი დაალევინა. მერე ბრიუსმა
დაიძინა და ... ფაფუ... ვეღარ გაიღვიძა.
ნუ ეს ისტორია მთლიანად
ბურუსითაა მოცული... დაწყებული იმითი თუ რას აკეთებდნენ ბრიუსი და ის ქალი
მარტონი სახლში (ბრიუს ლის ცოლი და ორი შვილი ჰყავდა) და დამთავრებული
იმითი თუ რა "წამლები" მიიღო ბრიუსმა სიკვდილის წინ. გასაგებია რომ
მსახიობისა და მისი ოჯახის რეპუტაციის გადასარჩენად ბევრი რამე
მიიჩქმალა... და იგივე მიზეზით თავიდანვე გვიან იქნა გამოძახებული
სასწრაფო... ანუ ეს ქალი მოერიდა იმის გახმაურებას რომ ბრიუსი მის სახლში
იყო და ჯერ ნაცნობ ექიმს დაუძახა.. საწრაფო მხოლოდ მაშინღა გამოიძახეს
როცა საქმე უკვე ძალიან ცუდად იყო და ჰოსპიტალში მიყვანისას მსახიობი უკვე
მკვდარი იყო. რამდენადაც მახსოვს ოფიციალური ვერსიით სიკვდილის მიზეზი
მიღებულ მედიკამენტზე ალერგიული რეაქცია იყო (ტვინი 13% ით ქონდა
გასიებული) . და რა იყო სინამდვილეში ეს არავინ იცის.. ნუ ალბათ იმ ქალის
და შინაური წრის გარდა. ხო წამლის გარდა სისხლში კიდევ მარიხუანას კვალი
აღმოაჩინეს მაგრამ სიკვდილთან მისი კავშირი გამოირიცხა.

---------------------------------------------------------------------------------------------

როდესაც ბრიუს ლიმ ამერიკაში საბრძოლო ხელოვნების შემსწავლელი სკოლა გახსნა მას პრობლემები გაუჩნდა რადგან ეს იმ დროისთვის აკრძალული იყო სხვა ჩინელი ოსტატიბის მხრიდან,ამიტომ ერთ ერთმა კუნგ ფუს ოსტატმა იგი ორთაბრძოლაში გამოიწვია,თუ ბრიუს ლის ამ ორთაბრძოლას წააგებდა მაშინ სკოლა უნდა დაეხურა, თუ მოიგებდა მაშინ სკოლას გადაარჩენდა,მან მოიგო თუმცა ძალიან იყო სასოწარკვეთილი რადგან ეგონ რომ იმ ოსტატის დამარჩხებას რაღაც წამებში მოახერხებდა,ტუმცა ამ ორთაბრძოლა 3 წუთი გაგრძელდა და ბრიუს ლის მოგების მიუხედავად,იგი სასოწარკვეტილი იყო რადგან უფრო მალე მოგება სურდა,ის მიზანდასახული ადამიანი იყო და ამიტომ ვერ შეეგუა იმას რომ მოლოდინი გაუცრუვდა.მისი მეუღლე ამბობს რომ ამ ორთაბრძოლის შემდეგ ბრიუსი ძალიან შეიცვალა,საათობით იკეტებოდა გარაჟში და ვარჯიშობდა,ოფიციალური მონაცემებით ის 4 საათი უთმობდა სხეულის გამოწრთობას,ყოველ დილით 15 კილომეტრს დარბოდა.თუმცა იგი ამით არ კმაყოფილდებოდა და წიგნებს კითხულობდა სხვადასხვა სტილების შესახებ,ჯიტ კუნ დოც სტილების ერთობლიობაა.ბრიუს ლი ამბობდა რომ ნამდვილი ბრძოლა უნდა გავდეს პატარა თამაშს მაგრამ სერიოზულ თამაშს. Bრიუს ლი ამბობს: "სერიოზული ორთაბრძოლა უნდა გავდეს პატარა თამაშს მაგრამ სერიოზულ თამაშს,ორთაბრძოლაში როდესაც მოწინააღმდეგე მიტევს,მე თავს ვიცავ,როცა მე ვუტევ ის იცავს თავს,და როცა არის შესაძლებლობა ოპონენტის განადგურების, მე არ ვურტყავ,ის თვითონ ურტყავს(მუშტს აჩვენებს). ჩემი აზრით ნამდვილ მებრძოლს სტილი არ აქვს ორთაბრძოლაში,ის თვითონ ქმნის სტილს ბროლაში,ისეთ სტილს რომელიც თვითონ მას მთლიანად გამოხატავს"


1-ბრიუს ლის მოქნეული ფეხის სისწრაფე დაბლიდან მაღლა იყო 500 მეტრი წამში
2-ლის შეეძლო 107 კილოგრამიანი ოპონენტი ერთ ინჩიანი დარტყმით 4 ნახევარ მეტრზე გადაეგდო
3-ბრიუს ლის მოქნეული ფხის სიჩქარე ფილმის გადაღების დროს იმდეად სწრაფი იყო რომ ეკრანზე მხოლოდ შავი ლაქები ჩანდა.
4-ბრიუს
ლიმ 1964 წლის კარატეს მსოფლიო ჩემპიონატზე სისწრაფის დემონსტრირებისას
ადამიანს რომელსაც გაშლილ ხელზე მონეტა ედო ლიმ ისე სწრაფად აართვა რომ
ოპონენტმა ხელის შეკვრა ვერ მოასწრო.
5-ბრიუს ლის აჯიმანიების კეთება შეეძლო ერთ ხელზე და თანაც სამ თითზე:ცერ საჩვენებელ და შუა თითებზე
6-მას 30 წუთი შეეძლო ცალ ფეხზე მდგარიყო 64 კოლოს თანხლებით
7-მას შეეძლო აგდებულ მარცვალში გარჭო ჩინური ჩხირები
8-იგი
ერთ საათში 50 ვარჯიშს ასრულებდა,მას სჯეროდა რომ ყველაზე მთავარი კუნთი
იყო პრესი იგი დილის 7 საათიდან 9 საათამდე მხოლოდ პრესს ავარჯიშებდა,ხოლო
11 საათიდან თორმეტამდე დარბოდა.ცნობილია რომ ის 24 კილომეტრს 45 წუთში
ფარავდა.
9-მას შეეძლო ჩამოგდებული კაკტუსი ორი თითით დაეჭირა ისე რომ თითში არ შერჭობოდა
10-მას
შეეძლო ხის ნაჭრები ერთმანეთზე დაწყობილი რომლებიც საერთო ჯამში 16
სანტიმეტრი სისქის იყო 6 ინჩიანი დარტყმით ჩაეტეხა ამის დამადასტურებელი
კადრებიც არსებობს 1964 წლის კარატეს ჩემპიონატიდან
11-ლი როდესაც ჯეიმს კაბუროს ავარჯიშებდა მისთვის საჩვენებლად 68 კილოგრამიანი სავარჯიშო მუთაქა ფეხის დარტყმით შუაზე გახია
12-მან პირდაპირი ფეხის დარტყმით 136 კილოგრამიანი დაკიდებული სარტყამი მუთაქა ჭერამდე ააგდო
13-იგი ერთი თითის გამოყენებით ფიჭვის ხის ფირფიტაზე კვალს ტოვებდა

----

ოფიციალური მონაცემებით მან თავის ტკივილის წამალი დალია არომელზედაც იგი საშინლად ალერგიული აღმოჩნდა,ტვინი შეუშუპდა დაახლოებით 3 სანტიმეტრით გაუდიდდა და გარდაიცვალა,თუმცა ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია და ბურუსითაა მოცული,თუმცა უფრო დამაჯერებელი ისაა რომ როდესაც ბრიუს ლი ამერიკაში საბრძოლო ხელოვნების შემსწავლელი სკოლა გახსნა მას პრობლემები გაუჩნდა რადგან ეს იმ დროისთვის აკრძალული იყო სხვა ჩინელი ოსტატების მხრიდან,ამიტომ ერთ ერთმა კუნგ ფუს ოსტატმა იგი ორთაბრძოლაში გამოიწვია,თუ ბრიუს ლის ამ ორთაბრძოლას წააგებდა მაშინ სკოლა უნდა დაეხურა, თუ მოიგებდა მაშინ სკოლას გადაარჩენდა.მან მოიგო,ეს პოსტი უკვე დადებული მაქვს და მეტს აღარ გავაგრძელებ, ამბობენ რომ ეს ოსტატი იყო კორეელი რომელიც ასევე კარგად ფლობდა კვან ჯელ სულს,კორეულ საბრძოლო ხელოვნებას,სიტყვა სიტყვით თუ ვთარგმნით კვან ჯელ სული ნიშნავს: "კომბინირებული მანიპულაციების ხელოვნება". ეს არის ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე ზემოქმედების ხელოვნება. კვან ჯელ სულის განვიტარება მჭიდროდაა აკავშირებული აკუპუნქტურის პრაქტიკისა და თეორიის წარმოშობასთან,მკურნალობისა და თავდაცვის სისტემასთან.რეფლექსოთერაპიის იდეა ჩვ.წ.აღრიცხვამდე დაახლოებით 2698 წელს დაიბადა,როცა ჩინეთში დაიწერა "იმპერატორის წიგნი შინაგანდაავადებათა შესახებ". ეს უძველესი აღმოსავლური სისტემაა,რომელიც ადამიანს ეხმარება ავადმყოფობის დაძლევაში სხეულზე ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებში ფოლადის,ვერცხლის ან ოქროს ნემსების ჩხვლეტით.აკუპუნქტურის შესწავლასთან ერტად იყენებენ აკუპრესუარას ( იმავე წერტილებზე თითების დაჭერა), რაც მიზნად ისახავს ნერვიული დაბოლოებების დაზიანებით,ნაღრძობითა და კუნთების დაავადებით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქებას. ამ ხელოვნების მცოდნელები სწავლობდნენ როგორ შეიძლება სახსრებზე ზემოქმედებით მოწინააღმდეგის მოქმედების კონტროლი.ამ ცოდნას ისინი იყენებდნენ ბრძოლებში თავიანთი მონასტრების დასაცავად,აგრეთვე ბანდიტებთან ან გარეულ ცხოველებტან შეწინააღმდეგებისას,როცა ქვეყნის სხვადსხვა კუთხეში მოგზაურობდნენ. ამ საბრძოლო ხელოვნების გათვალისწინებით ადამიანის სხეულის 360 წერტილი გამოიყენება, რომლებზეც შესაბამისი სიჩქარითა და ძალით დარტყმა მძიმე დაზიანებას,დამბლას,მაშინვე სიკვდილს ან ნელ ნელა სიკვდილს იწვევს რომელიც წლების განმავლობაში ხრციელდება.
შესაძლებელია რომ იმ ოსტატმა რომელიც ბრიუს ლი ორთაბრძოლაში გამოიწვია სწორედ ეს საბრძოლო ხელოვნება გამოიყენა და ისეთ ადგილას დაარტყა რის შედეგადაც ბრიუსს დაუზიანდა ორგანიზმი მაგრამ ეს მისთვის შეუმჩნევლად მოხდა და წლების განმავლობაში ვითარდებოდა,ბოლოს კი სიკვდილი გამოიწვია.

----

ბრენდონ ლი ბრიუსის ვაჟი:
კიდევ "ყორანის" გადაღების დროს ე.წ. უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ანუ
სცენაში მისთვის უნდა ესროლათ იარაღიდან. იარაღი რა თქმა უნდა ფუჭი
ტყვიებით უნდა ყოფილიყო გატენილი და ასეც იყო. მაგრამ სროლა ახლო მანძილზე
ხდებოდა და ვაზნის ნაგლეჯი ლულიდან გამოიტყორცნა და მსახიობი სასიკვდილოდ
დაჭრა. აქაც ძალიან საეჭვო "ოფიციალური ვერსიაა" მითუმეტეს რომ ამ
სცენარით მკვლელობის მცდელობა ბრიუს ლის უკანასკნელ დაუმთავრებელ ფილმში
"სასიკვდილო თამში" ხდება.



                                  სურათები დავიდეოები








                                                     პატარა Bruce Lee :D



                         ბრუს ლის ძეგლი ლონგ ბიჩზე

                                        

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   

 

 

   

 

 











კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 7203 | დაამატა: datodavita1212 | რეიტინგი: 3.5/2
სულ კომენტარები: 2
2 datodavita1212  
0
ki martlac saswauli kaci iyo udzlieresi da umagresi aq misi live videoebic maqvs da filmebic da mati yureba arasdros mbezrdeba umagresia killed

1 prince  
0
LEGENDAA....amaze magari mebrZoli aramgonia odesme daibados

სახელი *:
Email:
კოდი *:

MSteam





DAVIT.UCOZ.COM © 2024